რა არის ვიდეოჩამწერი სისტემები და რატომ არიან ისინი მნიშვნელოვანი?
ვიდეოჩამწერი სისტემები წარმოადგენს თანამედროვე ვიდეოთვალთვალის და უსაფრთხოების სისტემების ცენტრს. მათი მთავარი დანიშნულებაა უსაფრთხოების კამერების მიერ გადაღებული გამოსახულებების მიღება, დამუშავება, შენახვა და საჭიროების შემთხვევაში, სწრაფი წვდომა ვიდეოარქივზე.
დღეს ბაზარზე ყველაზე გავრცელებული სახეობებია: ქსელური (NVR – Network Video Recorder) და ჰიბრიდული ჩამწერები (XVR, HVR და DVR ფუნქციით), რომლებიც განსხვავდებიან ერთმანეთისგან როგორც შესაძლებლობებით, ისე გამოყენების სცენარებით.
1. ქსელური ჩამწერები (NVR)
ქსელური ვიდეოჩამწერები განკუთვნილია IP კამერებთან სამუშაოდ. ისინი იღებენ მონაცემებს კამერებიდან ციფრული ქსელით (LAN), რაც იძლევა მაღალი ხარისხის გამოსახულების დამუშავების საშუალებას.
ძირითადი მახასიათებლები:
- მაღალი გარჩევადობა (4K, 8MP, და მეტი);
- PoE (Power over Ethernet) მხარდაჭერა — კამერა ერთდროულად იღებს ენერგიას და გზავნის ვიდეოს მხოლოდ ერთი ქსელური კაბელით;
- დაშვების მრავალარხიანი კონტროლი (გაფართოებული მართვის პანელი);
- დისტანციური წვდომა — მობილური აპიდან ან ბრაუზერიდან;
უპირატესობები:
- მარტივი ინსტალაცია მცირე კაბელირებით
- მასშტაბურობა — მარტივად დაემატება დამატებითი კამერები
- მაღალი ხარისხის ჩაწერა და მონაცემების გადაცემა
2. ჰიბრიდული ჩამწერები (XVR, HVR)
ჰიბრიდული ჩამწერები თავსებადია როგორც ანალოგურ, ისე IP კამერებთან, რაც იდეალურია იმ მომხმარებლებისთვის, ვინც ეტაპობრივად ახლებს ძველ სისტემას.
ძირითადი მახასიათებლები:
- მხარს უჭერს AHD, CVI, TVI, CVBS და IP ფორმატებს;
- შესაძლებელია სხვადასხვა ტიპის კამერების შერეული გამოყენება;
- ვიდეო ანალიზის ძირითადი ფუნქციები (მოძრაობის დეტექცია, ზონის კონტროლი და სხვ.).
უპირატესობები:
- იდეალურია არსებული ანალოგური სისტემის განახლებისთვის
- უზრუნველყოფს მოქნილობას ტექნოლოგიების შერწყმაში
- ხელმისაწვდომი ღირებულება შედარებით მცირე ობიექტებისთვის
3. ჩამწერების აქსესუარები
ვიდეოჩამწერების სისტემის გამართული ფუნქციონირებისთვის აუცილებელია შესაბამისი აქსესუარები, რომლებიც უზრუნველყოფენ მონაცემთა შენახვას, სტაბილურობას და ინტეგრაციას სხვა მოწყობილობებთან.
ძირითადი აქსესუარები:
- მყარი დისკები (HDD);
- სპეციალურად განკუთვნილი 24/7 ვიდეოჩაწერისთვის;
- მოცულობა — 1TB-დან 10TB-მდე;
- მნიშვნელოვანია სწორი გათვლით შეირჩეს ჩაწერის ხანგრძლივობის მოთხოვნიდან გამომდინარე;
- კვების ბლოკები და UPS-ები;
- უზრუნველყობს ჩამწერის უწყვეტ მუშაობას ელექტროენერგიის შეწყვეტის შემთხვევაშიც;
- დაბალი ძაბვის დაცვა სისტემის სტაბილურობისთვის;
- ქსელური მოწყობილობები;
- PoE-სვიჩები, როუტერები და ქსელური გადამცემი მოწყობილობები IP კამერებთან დასაკავშირებლად;
- უსაფრთხო და სწრაფი ვიდეომონაცემების გადაცემა;
- კედლის სამაგრები და სათავსო ყუთები;
- ჩამწერის ფიზიკური დაცვა მტვრისგან, ტენიანობისგან ან უნებართვო წვდომისგან;
- ხშირად გამოიყენება ლითონის ან პლასტმასის ანტივანდალური ყუთები;
- პროგრამული უზრუნველყოფა;
- CMS (Central Management Software) — მართვა ერთიანი სისტემიდან;
- მობილური აპები და ვებ-პანელები ვიდეოების ყურებისთვის და წვდომის კონტროლისთვის.
ვიდეოჩამწერები სისტემის გულია. მათი სწორად შერჩევა და კონფიგურაცია განსაზღვრავს, რამდენად ეფექტურად იმუშავებს თქვენი უსაფრთხოების სისტემა. თუ გსურთ მაღალი ხარისხის ჩაწერა, დისტანციური მონიტორინგი და მოქნილი გაფართოების შესაძლებლობა - ქსელური ჩამწერები შესანიშნავი არჩევანია. თუ კი გაქვთ ძველი ანალოგური სისტემა და გსურთ თანდათან განახლება - ჰიბრიდული ჩამწერები საუკეთესო გზაა. კომპანია „პრო გრუპ“-ის სპეციალისტები დეტალურ კონსულტაციას უწევენ ყოველ მომხნარებელს და ეხმარებიან მასზე მორგებულ საუკეთესო კომფიგურაციის შერჩევაში, ადგილზე დამონტაჟება-მომართვაში და სერვის მომსახურეში.
RVH–ის ბრენდის 10 არხიანი ციფრული ჩამწერი.
RVH–ის ბრენდის 16 არხიანი ციფრული ჩამწერი.
32 არხიანი ჩამწერი მოწყობილობა 2 მყარი დისკის მხარდაჭერით, თითო 10 ტერაბაიტამდე.



