FAQ
-
სად ხართ ტერიტურიულად?
კომპანია "ProGroup"-ის სათაო ოფისი, მაღაზია და პროდუქციის სადემონსტრაციო დარბაზი მდებარეობს მისამართზე: თბილისი, ნოდარ ბოხუას ქ. 4.
გაყიდვების & საინფორმაციო სამსახური: +995 568 300 999
ტექნიკური სამსახური: +995 597 599 990
-
მონტაჟი გაქვთ?
კომპანია "Pro Group"-ის გამოცდილი ტექნიკური სპეციალისტების გუნდი უზრუნველყოფს ჩვენს მაღაზიაში შეძენილი ნებისმიერი აპარატურის მომსახურების სრულ სპექტრს: დაწყებული სატელეფონო კონსულტაციით, დამთავრებული შერჩეული აპარატურის მონტაჟით და პროგრამირებით თქვენს ობიექტზე შემდგომ კი, ამ აპარატურის სერვის-მომსახურებით. ჩვენ ვიყენებთ უახლეს ტექნოლოგიებს ინდუსტრიის წამყვანი ბრენდებისგან, რაც უზრუნველყოფს მოწყობილობების უსაფრთხო და საიმედო მუშაობას.
-
როგორ დაგიკავშირდეთ?
გაგიჩნდათ კითხვები ან გჭირდებათ კონსულტაცია? დაგვიკავშირდით და ჩვენ გაგიცევთ დეტალურ კონსულტაციას კომპანიის საქმიანობის სფეროს შესახებ!
დაგვირეკეთ: გაყიდვების სამსახური: +995 574 433 777 | ტექნიკური სამსახური: +995 597 599 990 | საინფორმაციო სამსახური: +995 568 300 999
ან გვეწვიეთ მისამართზე: თბილისი, ნოდარ ბოხუას ქ. 4
-
რისთვის გამოიყენება სათვალთვალო კამერა?
სათვალთვალო კამერები გამოიყენება უსაფრთხოების მიზნით სივრცის დასაკვირვებლად. ისინი აფიქსირებენ მოვლენებს, ხელს უშლიან ქურდობას, აკონტროლებენ პერსონალსა და ვიზიტორებს, და არიან მნიშვნელოვანი მტკიცებულების წყარო.
-
რომელი ტიპის სათვალთვალო კამერა შევარჩიო – შიდა თუ გარე?
შიდა კამერები განკუთვნილია შენობის შიგნით, ხოლო გარე კამერები წყალგამძლეა და დაცულია კლიმატური პირობებისგან. არჩევანი დამოკიდებულია მონიტორინგის ობიექტის ადგილმდებარეობაზე.
-
შემიძლია თუ არა კამერის ყურება ტელეფონიდან?
დიახ, თანამედროვე IP კამერების უმეტესობა უჭერს მხარს დისტანციურ წვდომას. ამისთვის საჭიროა ინტერნეტი და სპეციალური აპლიკაცია.
-
რამდენ ხანს ინახება ჩანაწერი?
ჩანაწერის შენახვის ხანგრძლივობა დამოკიდებულია მეხსიერების მოცულობაზე (HDD/SD ბარათი), ჩაწერის რეჟიმზე და კამერების რაოდენობაზე. საშუალოდ 7-30 დღე.
-
აქვს თუ არა კამერას ღამის ხედვის შესაძლებლობა?
დიახ, ბევრ კამერას აქვს ინფრაწითელი(IR) განათება, რაც ღამით ხედვას შესაძლებელს ხდის სიბნელეშიც.
-
რამდენი კამერის დაყენება შემიძლია?
დამოკიდებულია ქსელური ჩამწერის (NVR/DVR) ან სისტემის შესაძლებლობებზე. არსებობს 4, 8, 16 ან მეტი არხიანი სისტემები.
-
შესაძლებელია თუ არა კამერის დამალვა?
კი, არსებობს მინიკამერები და დამალული მოდელები, თუმცა საქართველოში დამალული ვიდეოთვალთვალის გამოყენება საჭიროებს გარკვეულ სამართლებრივ საფუძველს.
-
ირთვება თუ არა კამერა მოძრაობის დაფიქსირებისას?
კი, ბევრი კამერა მუშაობს მოძრაობის სენსორის პრინციპით - ირთვება მხოლოდ მაშინ, როცა მოძრაობას დააფიქსირებს, რაც დაზოგავს მეხსიერებას.
-
რამდენად დაცულია კამერის სისტემა გარე წვდომისგან?
უსაფრთხოება დამოკიდებულია პაროლების სიძლიერეზე, სისტემური განახლებებზე და ქსელის კონფიგურაციაზე. რეკომენდებულია ძლიერი პაროლების გამოყენება და სისტემური რეგულარული განახლებები.



