FAQ

  • სად ხართ ტერიტურიულად?

    კომპანია "PorGroup"-ის სათაო ოფისი, მაღაზია და პროდუქციის სადემონსტრაციო დარბაზი მდებარეობს მისამართზე: თბილისი, ნოდარ ბოხუას ქ. 4.

    გაყიდვების სამსახური: +995 574 433 777 | ტექნიკური სამსახური: +995 597 599 990 | საინფორმაციო სამსახური: +995 568 300 999

  • მონტაჟი გაქვთ?

    კომპანია "Pro Group"-ის გამოცდილი ტექნიკური სპეციალისტების გუნდი უზრუნველყოფს ჩვენს მაღაზიაში შეძენილი ნებისმიერი აპარატურის მომსახურების სრულ სპექტრს: დაწყებული სატელეფონო კონსულტაციით, დამთავრებული შერჩეული აპარატურის მონტაჟით და პროგრამირებით თქვენს ობიექტზე შემდგომ კი, ამ აპარატურის სერვის-მომსახურებით. ჩვენ ვიყენებთ უახლეს ტექნოლოგიებს ინდუსტრიის წამყვანი ბრენდებისგან, რაც უზრუნველყოფს მოწყობილობების უსაფრთხო და საიმედო მუშაობას.

  • როგორ დაგიკავშირდეთ?

    გაგიჩნდათ კითხვები ან გჭირდებათ კონსულტაცია? დაგვიკავშირდით და ჩვენ გაგიცევთ დეტალურ კონსულტაციას კომპანიის საქმიანობის სფეროს შესახებ!

    დაგვირეკეთ: გაყიდვების სამსახური: +995 574 433 777 | ტექნიკური სამსახური: +995 597 599 990 | საინფორმაციო სამსახური: +995 568 300 999

    ან გვეწვიეთ მისამართზე: თბილისი, ნოდარ ბოხუას ქ. 4

  • რისთვის გამოიყენება სათვალთვალო კამერა?

    სათვალთვალო კამერები გამოიყენება უსაფრთხოების მიზნით სივრცის დასაკვირვებლად. ისინი აფიქსირებენ მოვლენებს, ხელს უშლიან ქურდობას, აკონტროლებენ პერსონალსა და ვიზიტორებს, და არიან მნიშვნელოვანი მტკიცებულების წყარო.

  • რომელი ტიპის სათვალთვალო კამერა შევარჩიო – შიდა თუ გარე?

    შიდა კამერები განკუთვნილია შენობის შიგნით, ხოლო გარე კამერები წყალგამძლეა და დაცულია კლიმატური პირობებისგან. არჩევანი დამოკიდებულია მონიტორინგის ობიექტის ადგილმდებარეობაზე.

  • შემიძლია თუ არა კამერის ყურება ტელეფონიდან?

    დიახ, თანამედროვე IP კამერების უმეტესობა უჭერს მხარს დისტანციურ წვდომას. ამისთვის საჭიროა ინტერნეტი და სპეციალური აპლიკაცია.

  • რამდენ ხანს ინახება ჩანაწერი?

    ჩანაწერის შენახვის ხანგრძლივობა დამოკიდებულია მეხსიერების მოცულობაზე (HDD/SD ბარათი), ჩაწერის რეჟიმზე და კამერების რაოდენობაზე. საშუალოდ 7-30 დღე.

  • აქვს თუ არა კამერას ღამის ხედვის შესაძლებლობა?

    დიახ, ბევრ კამერას აქვს ინფრაწითელი(IR) განათება, რაც ღამით ხედვას შესაძლებელს ხდის სიბნელეშიც.

  • რამდენი კამერის დაყენება შემიძლია?

    დამოკიდებულია ქსელური ჩამწერის (NVR/DVR) ან სისტემის შესაძლებლობებზე. არსებობს 4, 8, 16 ან მეტი არხიანი სისტემები.

  • შესაძლებელია თუ არა კამერის დამალვა?

    კი, არსებობს მინიკამერები და დამალული მოდელები, თუმცა საქართველოში დამალული ვიდეოთვალთვალის გამოყენება საჭიროებს გარკვეულ სამართლებრივ საფუძველს.

  • ირთვება თუ არა კამერა მოძრაობის დაფიქსირებისას?

    კი, ბევრი კამერა მუშაობს მოძრაობის სენსორის პრინციპით - ირთვება მხოლოდ მაშინ, როცა მოძრაობას დააფიქსირებს, რაც დაზოგავს მეხსიერებას.

  • რამდენად დაცულია კამერის სისტემა გარე წვდომისგან?

    უსაფრთხოება დამოკიდებულია პაროლების სიძლიერეზე, სისტემური განახლებებზე და ქსელის კონფიგურაციაზე. რეკომენდებულია ძლიერი პაროლების გამოყენება და სისტემური რეგულარული განახლებები.

100% quality guarantee
100% quality guarantee
მოწყობილობების მონტაჟი ქვეყნის მაშტაბით
მოწყობილობების მონტაჟი ქვეყნის მაშტაბით
14 days for return
14 days for return
სერვის მომსახურება და დამატებითი ფუნქციონალი
სერვის მომსახურება და დამატებითი ფუნქციონალი